ადგილობრივი: სტიქიის ზონაში 100 ტრაქტორზე მეტია და მუშაობს ხალხი. ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ. მეტი რა უნდა გააკეთონ?!

ადგილობრივი: სტიქიის ზონაში 100 ტრაქტორზე მეტია და მუშაობს ხალხი. ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ. მეტი რა უნდა გააკეთონ?!

ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ. მეტი რა უნდა გააკეთონ?! მეწყერმა 2 წუთში დაფარა ყველაფერი, - ამის შესახებ ადგილობრივმა „ქრონიკას“ შოვის სტიქიაზე საუბრისას განუცხადა.

„იქ 100 ტრაქტორზე მეტია და მუშაობს ის ხალხი. ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ. მეტი რა უნდა გააკეთონ?! მეწყერმა 2 წუთში დაფარა ყველაფერი. რომ აცხადებენ ტყის გაჩეხებზე, არავითარი გაჩეხები არ ყოფილა.

მაგ დროს გზაში ვიყავი. ამოვედი და 2 წუთში დაფარული იყო ყველაფერი“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

მე-9 დღე შოვის ტრაგედიიდან. სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. 12 დაკარგულის ძებნის არეალი გაფართოვდა.