მიხეილ სარჯველაძე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: კარგად ესმით, რომ ოპოზიციის შიგნითაც შეიძლება ვერ მოაგროვონ სათანადო მხარდაჭერა და მერე ეცდებიან სხვას გადააბრალონ თავიანთი წარუმატებლობა

მიხეილ სარჯველაძე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: კარგად ესმით, რომ ოპოზიციის შიგნითაც შეიძლება ვერ მოაგროვონ სათანადო მხარდაჭერა და მერე ეცდებიან სხვას გადააბრალონ თავიანთი წარუმატებლობა

კარგად ესმით, რომ ოპოზიციის შიგნითაც შეიძლება ვერ მოაგროვონ სათანადო მხარდაჭერა და მერე ეცდებიან სხვას გადააბრალონ თავიანთი წარუმატებლობა ნებისმიერი არგუმენტის უქონლობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციის მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც შოვის სტიქიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

„ასეთი ტიპის [საგამოძიებო კომისიის შექმნის] ინიციატივის წარმოდგენისას, ეს ერთგვარი დემონსტრირებაა სასოწარკვეთილი მდგომარეობის, რომელშიც აღმოჩნდნენ თავიანთი ბრალითვე ოპოზიციონერები. მათ მთელი ტალღა მოაგროვეს საიმისოდ, რომ დეზინფორმაცია გაევრცელებინათ, რათა ხელისუფლების რეპუტაცია დაეზიანებინათ. რადგან არგუმენტები არ აქვთ, არგუმენტები საიდან უნდა მოიძიონ და უნდათ დაიწყონ გაუმართლებელი დისკუსია ამ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. თან კარგად ესმით, რომ ოპოზიციის შიგნითაც შეიძლება ვერ მოაგროვონ სათანადო მხარდაჭერა და შესაბამისად, მერე ეცდებიან, რომ გადააბრალონ სხვას თავიანთი წარუმატებლობა ნებისმიერი არგუმენტის უქონლობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა სარჯველაძემ.