სააკაშვილს არ აქვს ხელთ რელევანტური, სწორი, ლეგიტიმური მიზეზი, რომ თავი აარიდოს პასუხისმგებლობას, ამიტომ იგონებს ვითომ არსებულ არგუმენტებს, ჰუმანიტარულ პრობლემებს, რათა თავი დაიხსნას, როცა ამის საფუძველი არ აქვს, - ასე შეაფასა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მართვის მონიტორინგის შედეგების შესახებ გამოქვეყნებული დასკვნა.
„რა დადასტურდა ამ დასკვნით - ჩვენ ვამბობდით, რომ ადამიანს უუარესდება ჯანმრთელობისთვის განსაზღვრული გარკვეული პარამეტრები, მაგალითად, წონა, ორგანიზმში საჭირო ელემენტები და ა.შ., რაც არის განპირობებული ერთი მიზეზით - ეს კაცი იმყოფება თვითდაზიანების რეჟიმში. სააკაშვილს არ აქვს ხელთ რელევანტური, სწორი, ლეგიტიმური მიზეზი, რომ თავი აარიდოს პასუხისმგებლობას, ამიტომ იგონებს ვითომ არსებულ არგუმენტებს, ჰუმანიტარულ პრობლემებს, რათა თავი დაიხსნას, როცა ამის საფუძველი არ აქვს. მილიონები იხარჯებოდა იმისთვის, რომ მთელი მსოფლიო დაერწმუნებინათ, თითქოს ადამიანს შია და მას საჭმელს არ აძლევენ“, - აცხადებს სარჯველაძე.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მართვის მონიტორინგის შედეგების შესახებ N10 დასკვნას აქვეყნებს. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, „ვივამედში“ გრძელდება სააკაშვილის სიმპტომური მკურნალობა, რაც მათი მხრიდან პრაგმატულ მიდგომას წარმოადგენს.