როდესაც თვითმიზნად გამოაცხადებ, რომ იქნება რამე გასარკვევი თუ არ იქნება, მაინც უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, ეს ცოტა საეჭვოდ და არასწორად გამოიყურება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„მე მომხრე ვარ, რომ საკითხი შესწავლილი იყოს იმ შემთხვევაში, თუკი საპარლამენტო ფორმატის მიღმა დარჩება რაიმე გამოსაკვლევი. ეს არის ჩემი პოზიცია“, - განმარტა მიხეილ სარჯველაძემ.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ რაჭის სტიქიასთან და მის შედეგებთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.