იდენტიფიცირდა შეტყობინებებში მყოფი პირები, მათ შორის უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე და საბოლოოდ სტიქიის შედეგად დაკარგულად ჩაითვალა უკრაინის რესპუბლიკის ორი და რუსეთის ფედერაციის ერთი მოქალაქე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, უწყვეტ რეჟიმში გრძელდებოდა საგამოძიებო და ოპერატიული სამუშაოები. მეორე დღესვე დაკარგულთა ვსია განისაზღვრა 36 ადამიანით, მოხდა 33 პირის ზუსტი იდენტიფიცირება, ხოლო ერთის ვინაობა მოგვიანებით დაზუსტდა.
„უწყვეტ რეჟიმში გრძელდებოდა საგამოძიებო და ოპერატიული სამუშაოები. იდენტიფიცირებული იქნა შეტყობინებებში მყოფი პირები, მათ შორის უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე და საბოლოოდ სტიქიის შედეგად დაკარგულად ჩაითვალა უკრაინის რესპუბლიკის ორი და რუსეთის ფედერაციის ერთი მოქალაქე. მეორე დღესვე დაკარგულთა სია განისაზღვრა 36 ადამიანით, საიდანაც 2 პირთან მალევე მოხდა დაკავშირება. დაკარგული 34 პირიდან, მოხდა 33 პირის ზუსტი იდენტიფიცირება, ხოლო ერთის, ზურაბ ბიბილეიშვილის ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა. მოგვიანებით ჩატარებული ინტენსიური ოპერატიული და სამძებრო სამუშაოების შედეგად, მოხდა შეტყობინების ინიციატორთან ინფორმაციის დაზუსტება და ამ მონაცემების მქონე პირის დაკარგულთა სიიდან ამოღება“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.