იუტაში FBI-ის აგენტებმა დაკავების დროს მოკლეს მამაკაცი, რომელიც სოცქსელებში ჯო ბაიდენს ემუქრებოდა

იუტაში FBI-ის აგენტებმა დაკავების დროს მოკლეს მამაკაცი, რომელიც სოცქსელებში ჯო ბაიდენს ემუქრებოდა

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტებმა იუტას შტატში მცხოვრები კრეიგ რობერტსონი მოკლეს, რომელიც სოციალურ ქსელებში პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ემუქრებოდა.

ცეცხლი რობერტსონს მას შემდეგ გაუხსნეს, რაც დაკავების დროს მან წინააღმდეგობის გაწევა სცადა.

კრეიგ რობერტსონმა ჯო ბაიდენის მიმართ მუქარის შემცველი პოსტი იუტაში პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტის წინ გამოაქვეყნა. მანამდე ის დემოკრატ პოლიტიკოსებსა და იმ პროკურორებს ემუქრებოდა, რომლებმაც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საქმე აღძრეს.