კინ ჩენ ინმა გენშტაბის მეთაური თანამდებობიდან მოხსნა და ჯარს ომისათვის მზადებისკენ მოუწოდა

კინ ჩენ ინმა გენშტაბის მეთაური თანამდებობიდან მოხსნა და ჯარს ომისათვის მზადებისკენ მოუწოდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური, გენერალი პაკ სუ ირი თანამდებობიდან მოხსნა, ჯარს კი ომისათვის მზადებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

გენერალური შტაბის მეთაურად ვიცე-მარშალი რი იონ გილი დაინიშნა. ამასთანავე, ადგილობრივი მედიის ცნობით, საკადრო გადაადგილებები შეეხო „სხვა წამყვან თანამდებობებზე მყოფ ოფიცრებსაც“.

სამხედროებთან ერთად გამართულ თათბირზე კიმ ჩენ ინმა იარაღის წარმოების გაზრდისა და სამხედრო წვრთნების გაფართოების ბრძანება გასცა. მისივე თქმით, შეიარაღებული ძალები ომისთვის უნდა მოემზადონ, რათა ქვეყანამ მტრების შეკავება შეძლოს.