პროდიუსერი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ტრაგედიის შემდეგ, დღეს პირველად ამოვედი შოვში და ჩემი აზრი მინდა გაგიზიაროთ: რა თქმა უნდა ყველას გვესმის და ვიზიარებთ, როდესაც ასეთი უბედურება ხდება, თუმცა თბილისიდან, ბათუმიდან ქუთაისიდან და პარიზიდან ყველაფერი მაინც სხვანაირად ჩანს…
ჯერ კიდევ არნაპოვნი ადამიანების, ჭირისუფლების უიმედო თვალების და გმირი მაშველების დაუღალავი შრომით ნანერვიულები სახეების ფონზე არსებული განცდა ამ რეალობას სხვა თვალით დაგვანახებდა და კლავიატურაზე ყველანაირ აგრესიულ კაკუნს, დამოუკიდებელ ექსპერტობას დაგვავიწყებდა… თუ რა თქმა უნდა კიდევ რამე შეგვრჩენია…
რა სამარცხვინოები გავხდით, ჩასაფრებულები, საკუთარი წარმოჩენის მიზნით – მომენტს გამოკიდებული ჰაიპის მაძიებლები, სულ ერთია ჭირია თუ ლხინი, თან რაც უფრო უზრუნველად ვართ, მით უფრო მარტივი ხდება ნებისმიერი სისაძაგლის წერა…
დღეს ონში მამა ნოე გავიცანი, რომელმაც დამაფიქრებელი ფრაზა გააჟღერა: ,,სიხარულს შური მოსდევს და ადამიანებს ხშირად ამიტომ უჭირთ გაერთიანება, მაგრამ ჭირში შური არაა”… ის მაინც გვქონდა აქამდე, (ამის ბოლო მაგალითი 2015 წლის 13 ივნისია) რომ ჭირი გვაერთიანებდა… ეს სადღა წავიდა? ალბათ დავკარგეთ… ადამიანობასთან ერთად…”, – წერს ნოე სულაბერიძე.
შენ რომ ეხლა ნახევარ სიმართლეს ლაპარაკობ ხო იცი??? რატო პირდაპირ არ ამბობ სიმართლეს?
რატო არ ამბობ რომ ამ ჩათლახობის და აუტანლობის შემოქმედები მხოლოდ და მხოლოდ ნაცები არიან??
მაგ შენი ნახევარ სიმართლის გამო არც შენა ხარ კაი კაცი(ღმერთმა დაგიფაროს იმათნაირი იყო, მაგრამ მაინც)
სათქმელი აუცილებლ;ად პირდაპირ უნდა თქვა ...... პირდაპირ და თანაც შეულამაზებლად
აი როგორც ამ 12 წლის მანძილზე მე აქ კოლუმბს ვუტრიალებ ჯიშს და ჯილაგს ... შენც სათქმელი ზუსტად აი ისე უნდა თქვა ხოლმე
გრიგოლიები და სანაიები შენ რააა (ან ჩვეენ) რამეში გხათრობეეენ ?? ...გხათრობენ კი არა სუ ჯიშ--ჯილაგს გვიტრიალებენ ტყუილებით და
თანაც უსამართლოდ