73 წლისა ვარ და რაც თავი მახსოვს მაგ მდინარის ხეობაში ხე არ მოჭრილა. ეს ვიღაცას აწყობს და აბრალებს ახლა. ვინ ჩეხდა ტყეს? - ამის შესახებ სოფელ გლოლას მკვიდრმა თენგო ბიჭაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა. მან ასევე შოვში, სტიქიის დროს განვითარებული მოვლენები გაიხსენა.
„დავინახეთ, რომ ხეები წაიქცა. დაბლა რომ ჩამოვედით, რესტორანი სადაც არის, იმ ადგილებში ცოტა დაბლა რომ ჩამოვედით დავინახეთ, რომ ეს ლავა მოდის და ასკდება გამოღმა ნაპირს. ხალხიც იყო უკვე ჩასული და უყურებდა. გათენდა თუ არა დაიწყეს ვერტმფრენებმა მოძრაობა და გადმოზიდეს ხალხი“, - აცხადებს ბიჭაშვილი.