რაჭის მკვიდრი ნუგზარ ბიჭაშვილი: შემიძლია ჯვარზე დავიფიცო, რომ კურორტ შოვის ხეობაში 40 წელია ლობიოს სარიც კი არავის მოუჭრია

რაჭის მკვიდრი ნუგზარ ბიჭაშვილი: შემიძლია ჯვარზე დავიფიცო, რომ კურორტ შოვის ხეობაში 40 წელია ლობიოს სარიც კი არავის მოუჭრია

რაჭაში, სოფელ გლოლაში მცხოვრები ნუგზარ ბიჭაშვილი, რომელიც კურორტ შოვთან ახლოს ცხოვრობს, „ქრონიკასთან“ ამბობს, რომ სიცრუეა, თითქოს სტიქია ტყის გაჩეხამ გამოიწვია.

„ტრაგედიაა ყველასთვის. ასეთი რამ არ მომხდარა. იმ ხეობაში შემიძლია ჯვარზე დავიფიცო, 40 წელია კაცი არ შესულა, ლობიოს სარიც კი არ მოუჭრია. დღე და ღამე მუშაობენ ბიჭები [მაშველები], ღმერთმა გაუმარჯოთ. ახლა სასწაულს ვერ მოახდენ“, - აცხადებს ადგილობრივი.