ირაკლი ქადაგიშვილი კოდორის მოვლენებზე: საუბედუროდ, იმ პერიოდში შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ოპერაციების წარმოების მართვა ფაქტობრივად მოშლილი იყო

ირაკლი ქადაგიშვილი კოდორის მოვლენებზე: საუბედუროდ, იმ პერიოდში შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ოპერაციების წარმოების მართვა ფაქტობრივად მოშლილი იყო

სამწუხაროდ და საუბედუროდ, იმ პერიოდში შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ოპერაციების წარმოების მართვა ფაქტობრივად მოშლილი იყო, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„პოლკოვნიკი ირაკლი ქურასბედიანი პროფესიონალი სამხედროა და ამ კუთხით, სამხედრო შეფასებით, მიმაჩნია, რომ მისი განცხადება მართალია. სამწუხაროდ და საუბედუროდ, მართვა იმ პერიოდში შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ოპერაციების წარმოებისა ფაქტობრივად მოშლილი იყო და მართვაში ჩართული იყვნენ ის სამოქალაქო პირები, რომლებსაც არც სამსახურებრივი, არც პროფესიონალური შეხება ისეთ რთულ საქმესთან, რასაც სამხედრო ოპერაციის წარმოება ჰქვია, არ ჰქონდათ და ამანაც გარკვეულწილად განაპირობა ის მძიმე შედეგი, რაც ბრძოლის ველზე დადგა“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ომის დაწყების თარიღიდან 15 წლის შემდეგ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, პოლკოვნიკი ირაკლი ქურასბედიანი „ნაცმოძრაობას“ მძიმე დანაშაულში ამხელს. სამხედრო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, კოდორის დაცვა შესაძლებელი იყო, თუმცა იმ პერიოდში თავდაცვის უწყებაში მართვა და კონტროლი მოშლილი იყო.