ირაკლი ბერაია: კოდორის ხეობის დატოვების გადაწყვეტილება ნაცმოძრაობის რეჟიმის მიერ, არის ჩვეულებრივი დანაშაული და ღალატი, ასევე საქართველოს რუსეთისთვის ჩაბარების გეგმის განუყოფელი ნაწილი

ირაკლი ბერაია: კოდორის ხეობის დატოვების გადაწყვეტილება ნაცმოძრაობის რეჟიმის მიერ, არის ჩვეულებრივი დანაშაული და ღალატი, ასევე საქართველოს რუსეთისთვის ჩაბარების გეგმის განუყოფელი ნაწილი

კოდორის ხეობის მტრისთვის ჩაბარება - ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მოღალატეობრივი და დანაშაულებრივი საქმიანობის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ჩვენ არასდროს დაგვიკარგავს კონტროლი კოდორის ხეობაზე და სულ ვინარჩუნებდით მასზე კონტროლს. გვქონდა ძალიან ძლიერი პოზიციები, ვიყავით ფაქტობრივად სოხუმის თავზე, წარმოდგენილი უკონტროლო ტერიტორიის შუაგულში, რაც ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობის სტრატეგიული უპირატესობა იყო და ეს ასევე უდიდესი თავის ტკივილი იყო მტრისთვის. კოდორის ხეობაზე კონტროლის დამყარება წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, იყო სრულიად შეუძლებელი. ამის გარანტი არის თავად ამ ხეობის უნიკალური, გეოგრაფიული მახასიათებლები, ჩვენი სამხედროების თავდადება, მაგრამ კოდორის ხეობის დატოვების გადაწყვეტილება ნაცმოძრაობის რეჟიმის მიერ, არის ჩვეულებრივი დანაშაული და ღალატი, ასევე საქართველოს რუსეთისთვის ჩაბარების გეგმის განუყოფელი ნაწილი“, - განაცხადა ბერაიამ.

ომის დაწყების თარიღთან ერთად 15 წლის შემდეგ აქტუალურია კიდევ ერთი კითხვა, რატომ დატოვა ქართულმა ქვედანაყოფმა 2008 წელს კოდორის ხეობა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ვიცე-პოლკოვნიკმა ირაკლი ქურასბედიანმა ისაუბრა, რომელიც 15 წლის წინ სხვა სამხედროებთან ერთად კოდორში საბრძოლო დავალებით იმყოფებოდა.