ირაკლი ქადაგიშვილი: თუ არ იყო რუსების ინტერესით მოხვედრილი ჩანაწერი ევროსაბჭოს რეზოლუციაში, მაშინ ვისი ინიციატივით მოხვდა პროექტში?! ამაზე გაგვცენ პასუხი

ირაკლი ქადაგიშვილი: თუ არ იყო რუსების ინტერესით მოხვედრილი ჩანაწერი ევროსაბჭოს რეზოლუციაში, მაშინ ვისი ინიციატივით მოხვდა პროექტში?! ამაზე გაგვცენ პასუხი

თუ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ცნობილი, ეს ხომ რუსულ ინტერესებში შედიოდა?! ესე იგი რუსეთის ინტერესებით იყო ეს ჩანაწერი იქ [ევროსაბჭოს რეზოლუციაში] მოხვედრილი. თუ არ იყო რუსების ინტერესით მოხვედრილი, მაშინ ვისი ინიციატივით მოხვდა ეს ჩანაწერი ამ რეზოლუციის პროექტში?! ამაზე გაგვცენ პასუხი, - ამით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის თარიღთან დაკავშირებულ პოლემიკას უპასუხა.

„ევროსაბჭოში მიღებული რეზოლუცია მნიშვნელოვნად დამაზიანებელი იყო საქართველოსთვის. დამაზიანებელი იყო სწორედ იმ ჩანაწერის გამო, სადაც წერია, რომ საქართველომ კასეტური გამოყენებით დაიწყო მძინარე ქალაქის [ცხინვალის] დაბომბვა, რასაც შემდგომში მოჰყვა რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო ძალის გამოყენება და ჯარების შემოყვანა. ამის უგულებელყოფა ჩვენ მაინც სასამართლოებში მოვახდინეთ და საქართველომ ორჯერ გაიმარჯვა ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჰააგაშიც და სტრასბურგშიც. თუ ეს იყო მათთვის [„ნაციონალური მოძრაობისთვის“] ცნობილი, ეს ხომ რუსულ ინტერესებში შედიოდა?! ესე იგი რუსეთის ინტერესებით იყო ეს ჩანაწერი იქ მოხვედრილი. თუ არ იყო რუსების ინტერესით მოხვედრილი, მაშინ ვისი ინიციატივით მოხვდა ეს ჩანაწერი ამ რეზოლუციის პროექტში?! ამაზე გაგვცენ პასუხი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.