უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი: ევგენი პრიგოჟინის მიერ ორგანიზებული ამბოხი ვლადიმირ პუტინთან შეთანხმებული სპეცოპერაცია იყო

უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი: ევგენი პრიგოჟინის მიერ ორგანიზებული ამბოხი ვლადიმირ პუტინთან შეთანხმებული სპეცოპერაცია იყო

უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი მიიჩნევს, რომ ევგენი პრიგოჟინის მიერ ორგანიზებული ამბოხი ვლადიმირ პუტინთან შეთანხმებული სპეცოპერაცია იყო.

„დღეს უკვე შეგვიძლია იმის თქმა, რომ ეს იყო პუტინთან შეთანხმებული სპეცოპერაცია იმ გენერლების გამოსავლენად, რომლებიც არ იყვნენ [მთლად კარგად] განწყობილნი პუტინისა და მისი გარემოცვის მიმართ. არსებობს გათავისუფლებული გენერლების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია. ზოგიერთი მათგანი გისოსებს მიღმაა, ზოგიერთს კი უფლებამოსილება შეუჩერეს“, - განაცხადა მან.

დანილოვის თქმით, რუსეთის ფედერაციაში შიდაპოლიტიკური ვითარება გაუარესდება.

"უთანხმოება მომავალში გამწვავდება. და ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს უკვე მოხდება ამ წლის შემოდგომაზე, რადგან იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ესმით, სად მიიყვანა ისინი პუტინმა, დღითიდღე უფრო და უფრო იზრდება", - დასძინა დანილოვმა.