ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ყირიმის დეოკუპაციას უფრო და უფრო მიღწევადს ვხდით

ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ყირიმის დეოკუპაციას უფრო და უფრო მიღწევადს ვხდით

ნაბიჯ-ნაბიჯ ყირიმის დეოკუპაციას უფრო და უფრო მიღწევადს ვხდით, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

"დღეს ასევე გავმართე შეხვედრა ყირიმსა და მის რეინტეგრაციასთან დაკავშირებით. აშკარაა, რომ ყირიმის ოკუპაციისგან განთავისუფლების შემდეგ იქ დაბრუნდება ეკონომიკური შესაძლებლობები, ხალხის პირადი უსაფრთხოება და რეალური თავისუფლების განცდა, რომელიც იქ არ ყოფილა 2014 წლიდან. მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა იყოს მხოლოდ აბსტრაქტული - ყირიმის დეოკუპაციის ყველა დეტალს კონკრეტული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. ზუსტად როგორ დაბრუნდება ნორმალური ცხოვრება, რას ნიშნავს ეს ყირიმისა და ჩვენი ხალხისთვის. ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს. ნაბიჯ-ნაბიჯ ყირიმის დეოკუპაციას უფრო და უფრო მიღწევადს და კარგად გააზრებულს ვხდით", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.