უკრაინული მედია: უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ მმართველი პარტიის დეპუტატი ქრთამის აღების ფაქტზე ამხილა

უკრაინული მედია: უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ მმართველი პარტიის დეპუტატი ქრთამის აღების ფაქტზე ამხილა

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და ანტიკორუფციულმა პროკურატურამ უკრაინის სახალხო დეპუტატი ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატი და მისი ორი თანამზრახველი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დახმარებით ამხილეს.

„წინასწარ დადგენილია, რომ ამ პირებმა მიიღეს სახსრების პირველი ნაწილი 85 000 აშშ დოლარის ოდენობით კერძო მეწარმესგან, სავარაუდოდ, სახელმწიფო მიწების იჯარით გაცემისთვის“, - ნათქვამია უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებაში.

სამართალდამცველები დეპუტატის ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია მმართველი „ხალხის მსახურის“ პარტიის დეპუტატზე, ანატოლი გუნკოზე.