მაიკ პენსი: ამერიკას სჭირდება ახალი მთავარსარდალი

მაიკ პენსი: ამერიკას სჭირდება ახალი მთავარსარდალი

აშშ-ის ყიოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მას შემდეგ, რაც გაზეთ Wall Street Journal-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთისა და ჩინეთის გაერთიანებული საზღვაო ძალები გასულ კვირას ალასკის სანაპიროსთან პატრულირებდნენ.

"პრეზიდენტ ბაიდენის პირობებში რუსეთი და ჩინეთი იმუქრებიან მეზობლების დაპყრობით და მათი ახალი ღერძი ახლა ერთად მოქმედებს ამერიკის სანაპიროებთან. ჩინეთისა და რუსეთის "შეუზღუდავი" პარტნიორობის ფარგლებში, ახლა ხორციელდება ერთობლივი საზღვაო ოპერაციები ამერიკის სანაპიროსთან და არქტიკის ჩრდილოეთში", - აღნიშნა მაიკ პენსმა.

"ამერიკას სჭირდება ახალი მთავარსარდალი, რომელსაც ესმის საფრთხე და შექმნის ბევრად უფრო დიდ საზღვაო ფლოტს, ახალ გემთსაშენებსა და 21-ე საუკუნის გაფართოებულ საფრთხეებს მორგებულ შეიარაღებულ ძალებს. თავისუფლების მტრებს მხოლოდ ძალის ენა ესმით", - დასძინა მან.