უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 22 მებრძოლი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 22 მებრძოლი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 22 მებრძოლი დაიბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

"დღეს კიდევ 22 უკრაინელი ჯარისკაცი ტყვეობიდან სახლში დაბრუნდა. მათ შორის არის უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი ოფიცერი, რიგითები და უნტერ-ოფიცრები. ისინი მონაწილეობდნენ ბრძოლებში სხვადასხვა რაიონებში, გათავისუფლებულებს შორის არიან დაჭრილებიც", - განაცხადა ანდრეი ერმაკმა.