უკრაინის პირველი ლედი: თითოეული თავდასხმა საცხოვრებელ კორპუსებზე მტკივნეულია

უკრაინის პირველი ლედი: თითოეული თავდასხმა საცხოვრებელ კორპუსებზე მტკივნეულია

თითოეული თავდასხმა საცხოვრებელ კორპუსებზე მტკივნეულია, - განაცხადა უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ.

"პოკროვსკი, დონეცკის ოლქი. აქ დაბომბვა წლებია არ წყდება. თითოეული თავდასხმა საცხოვრებელ კორპუსებზე მტკივნეულია. ამჯერად ცეცხლის ქვეშ მოხვდნენ მაშველები, რომლებიც საცხოვრებელ კორპუსში დაზარალებულებს ეხმარებოდნენ. ერთი მაშველი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. ჩვენი გული მათ ოჯახებთანაა", - აღნიშნა ოლენა ზელენსკამ.

განახლებული მონაცემებით, ქალაქ პოკროვსკის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30-მდე - დაშავდა.