ტრამპი: შეუძლია თუ არა პრეზიდენტს იუსტიციის დეპარტამენტს ბრძანება მისცეს, რომ მის ოპონენტს ბრალი წაუყენონ უშუალოდ არჩევნების წინ? - ეს იქნება ამერიკაში არჩევნების მომავალი?

ტრამპი: შეუძლია თუ არა პრეზიდენტს იუსტიციის დეპარტამენტს ბრძანება მისცეს, რომ მის ოპონენტს ბრალი წაუყენონ უშუალოდ არჩევნების წინ? - ეს იქნება ამერიკაში არჩევნების მომავალი?

შეუძლია თუ არა პრეზიდენტს იუსტიციის დეპარტამენტს ბრძანება მისცეს, რომ მის ოპონენტს ბრალი წაუყენონ უშუალოდ არჩევნების წინ? - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

"როგორ შეიძლება ჩემმა კორუმპირებულმა პოლიტიკურმა ოპონენტმა მომიწყოს სასამართლო პროცესი საარჩევნო კამპანიის დროს, რომელსაც მე ვიგებ, და მაიძულოს დრო და ფული დავხარჯო ცრუ ბრალდებებთან საბრძოლველად? ეს იქნება ამერიკაში არჩევნების მომავალი? შეუძლია თუ არა პრეზიდენტს უბრძანოს თავის იუსტიციის დეპარტამენტს მის ოპონენტს ბრალი წაუყენოს არჩევნების წინ? რატომ არ გააკეთეს ეს 2.5 წლის წინ? რატომ ახლა? ეს არასდროს მომხდარა შეერთებულ შტატებში. ეს ყველაფერი არჩევნებში ჩარევას ეხება!" - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე.

გარდა ამისა, 13 ივნისს, დონალდ ტრამპს მაიამის ფედერალურ სასამართლოში ბრალი წაუყენეს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენების საქმეზე.