კანადაში ტყის ხანძრის ჩაქრობას თითქმის ერთი კვირაა ცდილობენ

კანადაში ტყის ხანძრის ჩაქრობას თითქმის ერთი კვირაა ცდილობენ

თითქმის ერთი კვირაა კანადელი მაშველები ტყის ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. სტიქია ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ბრიტანულ კოლუმბიაში, მდინარე ადამსის მიმდებარე ტერიტორიაზე მძვინვარებს.

სამაშველო ოპერაციაში სპეციალური ვერტმფრენებია ჩართული. ცეცხლის ლოკალიზებას ძლიერი ქარი ართულებს.