კიევი ადასტურებს, რომ ჩონგარსკისა და გენიჩესკის ხიდებზე სარაკეტო იერიში უკრაინულმა ძალებმა მიიტანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის არმიის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი აქვეყნებს.
ხიდებზე, რომლებიც ანექსირებულ ყირიმს უკრაინის დანარჩენ ნაწილს აკავშირებს, სარაკეტო დარტყმები გუშინ განხორციელდა, რის შედეგადაც ნაგებობები მნიშვნელოვნად დაზიანდა.