ამ ეტაპზე განმეორებით საფრთხე არ არსებობს, - ამის შესახებ გეოლოგმა მერაბ გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომელიც შოვში, სტიქიის ეპიცენტრში იმყოფება. მან ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ შესაძლებელი იყო თუ არა სტიქიის პროგნოზირება.
„ერთ შემთხვევას თუ დამისახელებთ, რომ მსგავსი მასშტაბისა და კომპლექსურობის სტიქიის პროგნოზი ოდესმე ვინმეს გაეკეთებინოს, მე ბოდიშს მოგიხდით. არ ყოფილა ასეთი შემთხვევა და ვერც იქნება, იმიტომ რომ ძალიან სპეციფიკური სტიქიაა“, - განაცხადა მან.
შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომლის ნომერია – 598 913 089.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.