გუბერნატორი პარმენ მარგველიძე: უკვე ამ დროისთვის ვერტმფრენმა 9 რეისი შეასრულა. გუშინდელი და დღევანდელი დღის ჩათვლით სულ გადმოყვანილია 210 ადამიანი

გუბერნატორი პარმენ მარგველიძე: უკვე ამ დროისთვის ვერტმფრენმა 9 რეისი შეასრულა. გუშინდელი და დღევანდელი დღის ჩათვლით სულ გადმოყვანილია 210 ადამიანი

რაჭაში, სტიქიის ზონიდან სამშვიდობო ტერიტორიაზე მაშველებმა დღეს დილით, კიდევ 140 ადამიანი გადაიყვანეს, ჯამში კი, გუშინ და დღეს მშვიდობიან ადგილზე ვერტმფრენის საშუალებით 210 ადამიანის გადაყვანა მოხერხდა, - ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პარმენ მარგველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, ევაკუირებული ადამიანებიდან ნაწილმა ონის მუნიციპალიტეტი უკვე დატოვა.

„სამძებრო და სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ასევე არ შეწყვეტილა შტაბის მუშაობა, ყველა აქ, ადგილზე ვიყავით. ვიღებდით ინფორმაციებს და რეაგირება ჩვენი მხრიდან შესაბამისად ხდებოდა. დღეს, უკვე ამ დროისთვის ვერტმფრენმა 9 რეისი შეასრულა, 140 ადამიანი გადმოიყვანა. გუშინდელი და დღევანდელი დღის ჩათვლით სულ გადმოყვანილია 210 ადამიანი, როლებიც სხვადასხვა ადგილას არიან განთავსებულნი. ნაწილმა ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორია უკვე დატოვა და სახლებში წავიდნენ. პერიოდულად, რამდენიც გადმოვა ადგილზე ვანაწილებთ სხვადასხვა ოჯახებში, სასტუმროებში და ყურადღების ქვეშ გვყავს“, - განაცხადა პარმენ მარგველიძემ.

მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, მეწყერს 2 ადამიანი ემსხვერპლა.