გეოლოგი მერაბ გაფრინდაშვილი: დასავლეთ საქართველოში მსგავს სტიქიას ადგილი არასდროს ჰქონია, თუ არ ჩავთვლით 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას - ჩვენი ვარაუდით, 5 მილიონზე მეტი კუბური მეტრი მყარი მასა მოვიდა დინამიკაში

გეოლოგი მერაბ გაფრინდაშვილი: დასავლეთ საქართველოში მსგავს სტიქიას ადგილი არასდროს ჰქონია, თუ არ ჩავთვლით 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას - ჩვენი ვარაუდით, 5 მილიონზე მეტი კუბური მეტრი მყარი მასა მოვიდა დინამიკაში

ჩვენი ვარაუდით, 5 მილიონზე მეტი კუბური მეტრი მყარი მასა მოვიდა დინამიკაში, - ამის შესახებ გეოლოგმა, ექსპერტმა მერაბ გაფრინდაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავს სტიქიას ადგილი არასდროს ჰქონია, რაჭის მიწისძვრის შემდეგ.

„მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოლოგიური მოვლენების სინერგიზმს. ერთი და იგივე დროს, ერთი და იგივე ლოკაციაზე, კერძოდ, მიმდინარეობს მყინვარის ინტენსიური დნობა, ორი მყინვარია ამ მდინარის სათავეებში, ამას თან დაერთო ნალექი. ამ უხვმა ნალექმა, წყლის ნაკადმა დინამიკაში მოიყვანა როგორც ხეობაში არსებული მყარი ნატანი, ასევე ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას. ე.წ. სანაპირო ტიპის მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას და ყველაფერი ეს გადაიზარდა ღვარცოფში და შედეგად მივიღეთ ის, რაც მოხდა. ასავლეთ საქართველოში მსგავს სტიქიას ადგილი არასდროს ჰქონია, არა მარტო ამ ხეობაში, თუ არ ჩავთვლით 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას, რაჭა-იმერეთის ზონაში, სადაც ერთ-ერთი სოფელი ჩაიმარხა“, - აღნიშნა მერაბ გაფრინდაშვილმა.