სტიქიის ზონაში მოყოლილი ქალი: დიდი ყურადღებაა ნამდვილად, საკვებიც აქვთ, სითბოც იმ ადამიანებს, რომლებიც ევაკუირებას ელოდებიან

სტიქიის ზონაში მოყოლილი ქალი: დიდი ყურადღებაა ნამდვილად, საკვებიც აქვთ, სითბოც იმ ადამიანებს, რომლებიც ევაკუირებას ელოდებიან

შოვიდან ევაკუირებული მოქალაქე ამბობს, რომ ადამიანებს, რომლებიც ვერტმფრენს ელოდებიან, დიდ ყურადაღებას აქცევენ.

„დაახლოებით შუადღის 4 საათი იყო, უცებ ხმა გავიგეთ და რომ გავიხედე, ჩემი თვალით ვნახე, როგორ მოდიოდა ნაძვები და საშინელი ბუღი აუვიდა იქაურობას. დიდი ყურადღებაა ნამდვილად, საკვებიც აქვთ, სითბოც იმ ადამიანებს, რომლებიც ევაკუირებას ელოდებიან. რამდენიმე დედა-შვილს ეძებენ როგორც ვიცი, კოტეჯებში მცხოვრებლებს“, - აცხადებს ქალი.

სტიქიის ზონიდან ამ დროისთვის 130-ზე მეტი მოქალაქე გამოიყვანეს. ვერტმფრენმა ამ დროისთვის რვა საევაკუაციო რეისი შეასრულა. ვერტმფრენი კვლავ გაემართა სტიქიის ზონაში.

ვერტმფრენებთან დგანან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც ინიშნავენ სახელებსა და გვარებს და სწორედ ამის მიხედვით ზუსტდება სტიქიის ზონიდან გამოყვანილი ადამიანების რაოდენობა. აქ დგანან ადამიანები, რომლებიც ეძებენ ოჯახის წევრებს, რომლებთან კონტაქტიც მათი თქმით, გუშინ შუადღის შემდეგ არ ჰქონიათ.

ბოლო მონაცემებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, 50-მდე დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ. მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება. მათ შორის არიან ბავშვებიც.