კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებში ორთოპედიული სუპინატორების ფართო არჩევანია წარმოდგენილი. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს მყარსა და სილიკონის სუპინატორებს სთავაზობს. მოთხოვნად პროდუქტებს შორისაა გერმანული ბრენდის, Bauerfeind-ის, მოდელი - Comfort Business B-200. ამ სუპინატორს, ბრტყელტერფიანების გარდა, გამოიყენებენ ის ადამიანებიც, რომლებსაც ხშირად ეღლებათ ფეხები ან აქტიური ფიზიკური დატვირთვა უწევთ. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში ხელმისაწვდომია სუპინატორები ბავშვებისთვისაც. ორთოპედიული ღაბაში „GloboTec„ ასწორებს ფეხის თაღს და გამოიყენება ბავშვებში ბრტყელტერფიანობის დროს. ბრტყელტერფიანობა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ეს პრობლემა შეიძლება ტრავმას, სახსრის დაზიანებასა და რაქიტს უკავშირდებოდეს. ბრტყელტერფიანობის დროს ეფექტურია სუპინატორების გამოყენება.
სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვის” კლინიკაში შესაძლებელია ინდივიდუალური ღაბაშების დამზადება, რაც ძვლოვანი სისტემის პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკისთვის მაქსიმალურ შედეგს იძლევა. სამედიცინო ჯგუფი საქართველოში წარმოდგენილია ტერფის დიაგნოსტიკის კლინიკის სამი ფილიალით, სადაც ტერფის კომპიუტერული კვლევა უახლესი თაობის Diasu-ს ულტრასენსორული აპარატურით ტარდება. დიაგნოსტიკა მოიცავს ბაროპოდომეტრიასა და პოდოსკანირებას, რაც მოძრავსა და უძრავ მდგომარეობაში ტერფის ბიომექანიკის შეფასების საშუალებას გვაძლევს. კვლევის შემდეგ იქმნება ტერფის სამგანზომილებიანი მოდელი, რის საფუძველზეც ინდივიდუალური სუპინატორი მზადდება. ამ პროდუქტის გამოყენებას უკეთესი შედეგი მოაქვს, რადგან ის თითოეული ადამიანის ტერფის მონაცემების საფუძველზე - პრობლემების შესაბამისად ინდივიდუალურად იქმნება.