გურამ მაჭარაშვილი: საქართველო უკრაინას ყველა მიმართულებით ეხმარება, ერთის გარდა - მეორე ფრონტს ვერ და არ გავხსნით

გურამ მაჭარაშვილი: საქართველო უკრაინას ყველა მიმართულებით ეხმარება, ერთის გარდა - მეორე ფრონტს ვერ და არ გავხსნით

„საქართველო ნომერი პირველი ქვეყანაა, რომელიც უკრაინას ყველა მიმართულებით ეხმარება - პოლიტიკურად, ეკონომიკურად, მოქალაქეების მიღებით, საერთაშორისო პლატფორმებზე და ა.შ. გარდა ერთისა, რომ მათ ვერ ვეხმარებით მეორე ფრონტის გახსნით. ამას ვერ და არც გავაკეთებთ. “, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტები ფიქსირდება: 

„რაც შეეხება დასავლეთს და ამერიკას, წელიწად-ნახევარია, რაც უკვე რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს და ვნახეთ, რომ მათ შორის უკრაინის მეზობელი სახელმწიფოებიც კი უარს ამბობენ უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის მიღებაზე. ამ ფონზე, საქართველოს მოუწოდებენ, რომ რუსეთს ინდივიდუალური სანქციები დაუწესოს.“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.