მიხეილ სარჯველაძე: მთავარი რამ აკლია ამ ოპოზიციურ „ერთობას“ თუ „გაერთიანებას“, სინამდვილეში აკლიათ საზოგადოების მხარდაჭერა

მიხეილ სარჯველაძე: მთავარი რამ აკლია ამ ოპოზიციურ „ერთობას“ თუ „გაერთიანებას“, სინამდვილეში აკლიათ საზოგადოების მხარდაჭერა

მთავარი რამ აკლია ამ ოპოზიციურ „ერთობას“ თუ „გაერთიანებას“, სინამდვილეში აკლიათ საზოგადოების მხარდაჭერა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ამავე დროს ხდება გამომზეურება საოცარი უპრინციპობისა, რომელსაც იქ გაერთიანებული პოლიტიკოსები იჩენენ. გვახსოვს, მაგალითად ვაშაძე როგორ ლანძღავდა სააკაშვილს და სააკაშვილი ვაშაძეს. მიუხედავად ამისა, დღეს აღმოჩნდა, რომ ეს ერთი და იგივე პოლიტიკური კონგლომერატია, რასაც ვამბობდით კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ ამას უარყოფდნენ აღმოჩნდა, რომ ეს ლანძღვა ყოფილა ფარსი და სინამდვილეში ისინი არიან ერთნი“, - განმარტა სარჯველაძემ.