მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციაზე: ცდილობდნენ აეხსნათ, რომ არჩევნების ოფიციალური მონაცემია გაყალბებული და თურმე, გაყალბებული ყოფილა ის მონაცემი, რომელიც პარალელური გადათვლის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ იყო დათვლი

მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციაზე: ცდილობდნენ აეხსნათ, რომ არჩევნების ოფიციალური მონაცემია გაყალბებული და თურმე, გაყალბებული ყოფილა ის მონაცემი, რომელიც პარალელური გადათვლის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ იყო დათვლი

ცდილობდნენ აეხსნათ, რომ არჩევნების ოფიციალური მონაცემია გაყალბებული და თურმე, ოფიციალური მონაცემი კი არ არის გაყალბებული, გაყალბებული ყოფილა ის მონაცემი, რომელიც პარალელური გადათვლის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ იყო დათვლი, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ISFED-ზე საუბრისას განაცხადა.

„დიდი ხნის განმავლობაში ოპოზიცია, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, რაღაც მიზეზი ჰქონოდა, რევოლუციური სცენარებით წაეყვანა პროცესები და ამის თაობაზე დაპირებას არაერთი პოლიტიკოსი იძლეოდა, განცხადებებს აკეთებდა, იმ ხანად კარგად იშველიებდნენ არგუმენტად, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ პარალელური დათვლის შედეგები, ოფიციალურ შედეგებს აცდენილია. ამით ცდილობდნენ აეხსნათ, რომ ოფიციალური მონაცემია გაყალბებული და თურმე, ხდება ის, რომ ოფიციალური მონაცემი კი არ არის გაყალბებული, გაყალბებული ყოფილა ის მონაცემი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ იყო დათვლი პარალელური გადათვლის შედეგად და ის მონაცემი რომ გაყალბებული, არასწორი იყო, სინამდვილესთან შეუსაბამო, ან თუნდაც შეცდომის შედეგი იყო, ეს დიდი ხნის განმავლობაში სცოდნია არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ამ პარალელურ დათვლას აწარმოებდა - დონერებსაც მივაწოდეთო ინფორმაცია, ასეც გავრცელდა მაშინ. ისინი ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას არ აწვდიდნენ დიდი ხნის განმავლობაში, მანამ, ვიდრე შესაძლებელი იყო ცოცხალი ყოფილიყო იდეა, რევოლუციური სცენარის გათამაშების შესახებ“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ტრამპის წინააღმდეგ აღძრული რეზონანსული საქმის დეტალები მმართველ პარტიას 2020 წელს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდს ახსნებს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ის, რაც დასჯადია ამერიკაში, დაუსჯელია საქართველოში. მათივე თქმით, ამის მაგალითია ISFED-ის მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგებში დაშვებული შეცდომა, რომელმაც მაშინ საზოგადოების ერთი ნაწილის ვნებათაღელვა გამოიწვია და პოლიტიკური პროცესები თავდაყირა დააყენა.

ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე.