გიორგი ვაშაძე: „გამარჯვების პლატფორმას“ აუცილებლად ეყოლება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ასევე იქნება ჩრდილოვანი კაბინეტი

გიორგი ვაშაძე: „გამარჯვების პლატფორმას“ აუცილებლად ეყოლება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ასევე იქნება ჩრდილოვანი კაბინეტი

გამარჯვების პლატფორმას აუცილებლად ეყოლება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ასევე იქნება ჩრდილოვანი კაბინეტი, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მე მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა საქმის კეთებაზე. რა ფუნქციასაც დამაკისრებს ხალხი, იმ ფუნქციით ვიქნები“, - აცხადებს ვაშაძე.

20 ივლისს გიორგი ვაშაძემ და ლევან ხაბეიშვილმა განაცხადეს, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან.