რესპუბლიკის მოედანიდან პარლამენტის შენობამდე 6 აგვისტოს ომის ვეტერანები მსვლელობას აწყობენ, ლგბტ პროპაგანდის კანონით აკრძალვის მოთხოვნით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დოდო გუგეშაშვილი ავრცელებს.
„ომის ვეტერანები ვიკრიბებით 6 აგვისტოს, 15 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე (ყოფილი სასტუმრო „ივერიის“ წინ); ვატარებთ ღირსებისა და ერთიანობის მარშს, პარლამენტის შენობამდე, ერთადერთი მოთხოვნით - კანონით აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა. შემოგვიერთდით! ომის ვეტერანების საორგანიზაციო კომიტეტი“, - წერს ამავე კომიტეტის წევრი დარეჯან (დოდო) გუგეშაშვილი და 6 აგვისტოს დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილე ორგანიზაციების ჩამონათვალსაც უთითებს:
„საერთაშორისო ასოციაცია დაიცავი შენი წილი სამშობლო", კავშირი 300 არაგველი, ალფა ვეტერანი, მწვანე სარტყელი, კავშირი ერის ტკივილი, რეპრესირებულ ვეტერანთა კავშირი, მსოფლიო ვეტერანთა ფედერაციის კავკასიის კომიტეტი, საქართველოს ვეტერანთა ფედერაცია, საქართველოს ვეტერანთა მხარდაჭერის ეროვნული ფონდი, ოკუპირებული აფხაზეთის ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება, არასამთავრობო მსოფლიო ვეტერანთა ფედერაციის წევრი - კავშირი ვეტერანები მშვიდობისთვის, ვეტერანთა უფლებების დაცვის კომიტეტი, ავღანელ ვეტერანთა კავშირი, ომის ვეტერანთა რეაბილიტაციისა და დასაქმების ფონდი, შეიარაღებული ძალების მხარდაჭერისთვის, ძალოვან ვეტერანთა ცენტრალური კავშირი, ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ფონდი“.
მხედრიონის, თუ სამამულო, სამოქალაქო ომების?
მხოლოდ მხედრიონს დავტოვებ!