სრული სისულელე, ბოდვა და საქმიანი ლაპარაკიდან გადახვევის მცდელობაა ამ რუსული ბნელი ძალის მხრიდან, - ასე გამოეხმაურა გიორგი ვაშაძე მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებიც ტრამპის ბრალსა და 2020 წელს საქართველოში არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს შორის პარალელს ავლებენ.
„2020 წელს "ეუთო/ოდირის" დასკვნა ამოიღეთ, სადაც არის კატასტროფული შეფასებები არჩევნებთან დაკავშირებით. პირობას ვდებ, 2024 წელს ქართველი ხალხის გამარჯვებას ეს რუსული ბნელი ძალა ვერ მოიპარავს. ამის პირობას გაძლევთ „გამარჯვების პლატფორმის“ სახელით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე.
დონალდ ტრამპის ბრალდებაზე, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს იხსენებენ, რა დროსაც ადგილი ჰქონდა პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებას. „ისფედი“ არჩევნებიდან რამდენიმე დღეში მმართველი გუნდის ლიდერებმა ამხილეს.
ხალხში ჭუჭუ ვაშაძეს პულსი არ ესინჯება!