ლევან ხაბეიშვილსა და „ნაცმოძრაობის“ ზუგდიდის ფრაქციის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირება მოხდა

ლევან ხაბეიშვილსა და „ნაცმოძრაობის“ ზუგდიდის ფრაქციის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირება მოხდა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გიორგი ვაშაძესთან ერთად რეგიონებში ხალხს ხვდება.

ანაკლიაში გამართულ შეხვედრაზე ხაბეიშვილს პარტიის ზუგდიდის ფრაქციის თავმჯდომარე მაია კალანდია დაუპირისპირდა. კალანდიამ, რომელიც ნიკა მელიას ფრთის წარმომადგენელია, სცენაზე ასვლა და სიტყვით გამოსვლა მოითხოვა, თუმცა მისი მრავალი მცდელობის მიუხედავად, ხაბეიშვილის დაცვის წევრებმა ამის უფლება არ მისცეს.

კალანდიამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში გადმობარგება გააპროტესტა.