გიორგი ვაშაძე: ყველაზე მძიმე არის ის, რომ „უტანკო ანექსიას”  წინ მოუძღვის ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური დაჯგუფება - გავიმარჯვებთ და რუსული ჩექმა არ იქნება საქართველოში

გიორგი ვაშაძე: ყველაზე მძიმე არის ის, რომ „უტანკო ანექსიას”  წინ მოუძღვის ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური დაჯგუფება - გავიმარჯვებთ და რუსული ჩექმა არ იქნება საქართველოში

„გამარჯვების პლატფორმის" ფარგლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და „სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ანაკლიაში მოსახლეობას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ შეკრებილ მოსახლეობას პრეზენტაცია წარუდგინა.

სიტყვით გამოსვლისას „გამარჯვების პლატფორმის" ლიდერი ბათუმში განვითარებულ მოვლენებს შეეხო და აღნიშნა, რომ „უტანკო" ანექსიას წინ ივანიშვილ-კობახიძე - ღარიბაშვილი მიუძღვება:

„ბათუმში ბოლო დღეების მანძილზე რაც ხდება, ეს არის ბრძოლა ქართული გენის, დამოუკიდებელი, თავისუფალი, პატრიოტი ქართველების ბრძოლა ოკუპანტების წინააღმდეგ. 23 დაკავებულიდან 23-ივე არის ქართველი პატრიოტი და გმირი, რომელიც წინააღმდეგობას უწევს რუსულ „უტანკო" ანექსიას. მაგრამ ყველაზე მძიმე არის ის, რომ ამ ანექსიას წინ მოუძღვის ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური დაჯგუფება ივანიშვილ - კობახიძე - ღარიბაშვილების სახით. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მოღალატეები, ხოლო ის ადამიანები, ვინც დღეს აპროტესტებდა რუსული გემის შემოსვლას, არიან პატრიოტები და მათთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ და რუსული ჩექმა არ იქნება საქართველოში. ვერასდროს დააჩოქებენ საქართველოს, სწორედ ამიტომ, შევქმენით „გამარჯვების პლატფორმა" და აი, ეს არის ჩვენი მომავალი!", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.