გია ვოლსკი: „ნაცმოძრაობას“ ყოველთვის არაადამიანობა ახასიათებდა, ეს მხოლოდ უზნეობა არ არის, ეს არის შინაარსი, რომლითაც ამ პოლიტიკურმა პარტიამ იცხოვრა

გია ვოლსკი: „ნაცმოძრაობას“ ყოველთვის არაადამიანობა ახასიათებდა, ეს მხოლოდ უზნეობა არ არის, ეს არის შინაარსი, რომლითაც ამ პოლიტიკურმა პარტიამ იცხოვრა

„ნაცმოძრაობას“ ყოველთვის არაადამიანობა ახასიათებდა, მათ შორის ყველა წევრს, რომელიც იქ იყო გაერთიანებული და სულ მიმაჩნდა, რომ დარჩიაშვილს ყველაზე ნაკლებად ახასიათებდა ეს არაადამიანური და სადისტური დამოკიდებულება ადამიანის მიმართ, მაგრამ თურმე ვცდებოდი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გარდა, ადამიანის წამებით მოკვდინებას მხარს არავინ დაუჭერს.

„აბსოლუტურად უაპელაციოდ და უსაფუძვლოდ ადამიანის ასე მოკვდინებას, წამებას და დახვრეტას თუ ოდესმე ვინმე დაუჭერდა მხარს, ერთადერთი ნიშანი შეიძლება ამას ჰქონოდა, რომ ის „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელია. სხვა ადამიანი, რა პოლიტიკურ ძალასაც არ უნდა ეკუთვნოდეს, ამას არანაირად არ იკადრებს. ეს მხოლოდ უზნეობა არ არის, ეს არის შინაარსი, რომლითაც ამ პოლიტიკურმა პარტიამ იცხოვრა და კონკრეტულმა ადამიანებმა, ვინც იქ არიან გაერთიანებული. ყველაზე ვერ ვიტყვი, ვერც დარჩიაშვილზე წარმომედგინა, მეგონა, რომ ის ასე თუ ისე ინტელექტუალურ ნაწილს წარმოადგენდა ამ მავნე პოლიტიკური ორგანიზაციის, მაგრამ თურმე ვცდებოდი“, – განაცხადა ვოლსკიმ.