ინგრედიენტები
2 ცალი საშუალო ზომის ყაბაყი
2 ს/კ გამდნარი კარაქი ან ზეითუნის ზეთი
1 ს/კ ახალი ან ხმელი ორეგანო
1/4 ჭიქა გახეხილი ყველი პარმეზანი
მარილი და პილპილი
მომზადება
დაჭერით ყაბაყი 4–6 მმ სისქის ნაჭრებად და აურიეთ გამდნარ კარაქთან და ორეგანოსთან ერთად.
განალაგეთ ერთ ფენად ცხიმიან საცხობ ქაღალდზე (პერგამენტი, კალკა) და მოაყარეთ პარმეზანი.
აცხვეთ დაუფარებლად 175C-ზე 35–40 წუთის გამავლობაში.
მოაყარეთ მარილი და პილპილი თქვენი გემოვნებით. გემრიელად მიირთვით!