ბათუმის ნავსადგურში გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა 9 ადამიანი დააკავეს.
როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ისინი სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს არ ემორჩილებოდნენ.
„სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შედეგადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 9 ადამიანი. აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ, არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს“, - აღნიშნეს შსს-ში.
ბათუმის ნავსადგურში საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, ნავსადგურში დილის 06:00 საათისთვის შევიდა. მას აქციის მონაწილეები პროტესტით დახვდნენ.
ადგილზე სამართალდამცველებთან რამდენჯერმე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.