მიხეილ სარჯველაძე: პაატა მანჯგალაძის განცხადება, რომ აშშ-სთან პარტნიორული ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან არის ბატონის არჩევის პროცესი, ძალიან ცუდი და ქართველი პოლიტიკოსისთვის აბსოლუტურად შეუფერებელია

მიხეილ სარჯველაძე: პაატა მანჯგალაძის განცხადება, რომ აშშ-სთან პარტნიორული ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან არის ბატონის არჩევის პროცესი, ძალიან ცუდი და ქართველი პოლიტიკოსისთვის აბსოლუტურად შეუფერებელია

ყველა ევროპულ სახელმწიფოს აქვს უზარმაზარი ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთთან, ან არაერთ სხვა აზიურ სახელმწიფოსთან და არ ვიცი რატომ გახდა ეს ქართულ ოპოზიციაში ვინმესთვის გამაღიზიანებელი , - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამას შეიძლება ერთი ახსნა ჰქონდეს - ოპოზიცია საქართველოსთვის შესაძლებლობების გაფართოებას ეწინააღმდეგება.

„რაც შეეხება პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომელიც აღიქვამს, რომ აშშ-სთან პარტნიორული ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბატონის არჩევის პროცესი, ეს არის ძალიან ცუდი განცხადება და ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსისთვის აბსოლუტურად შეუფერებელი. ასეთ განცხადებებს ამომრჩეველი არ პატიობს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტს ასე გამოეხმაურა:

„შეუძლებელია ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა, ან ამერიკას უნდა ემეგობრო, ან ჩინეთს. მისი თქმით, აზიაში სირბილის ნაცვლად, პრემიერი სტრატეგიულ ხელშეკრულებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან უნდა აღრმავებდეს“.