პაატა მანჯგალაძე: შეუძლებელია ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა, ან ამერიკას უნდა ემეგობრო, ან ჩინეთს, რა მოიფიქრა ღარიბაშვილმა ასეთი, რომ ორივესთან აპირებს მეგობრობას, გაუგებარია

პაატა მანჯგალაძე: შეუძლებელია ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა, ან ამერიკას უნდა ემეგობრო, ან ჩინეთს, რა მოიფიქრა ღარიბაშვილმა ასეთი, რომ ორივესთან აპირებს მეგობრობას, გაუგებარია

შეუძლებელია ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა, ან ამერიკას უნდა ემეგობრო, ან ჩინეთს. რა მოიფიქრა ღარიბაშვილმა ასეთი, რომ ორივესთან აპირებს მეგობრობას, ჩემთვის გაუგებარია - ამის შესახებ „სტრატეგია აღაშენებლის“ ერთერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როცა პრემიერი სტრატეგიულ ხელშეკრულებას უნდა აღრმავებდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, აზიაში დარბის.

„როცა პრემიერი სტრატეგიულ ხელშეკრულებას უნდა აღრმავებდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, აზიაში დარბის. გასაგებია, რუსეთს ყველაფერი ჯობია, მაგრამ ვფიქრობ, შეუძლებელია ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა. ან ამერიკას უნდა ემეგობრო, ან ჩინეთს. რა მოიფიქრა ღარიბაშვილმა ასეთი, რომ ორივესთან აპირებს მეგობრობას, ჩემთვის გაუგებარია.  რუსეთში რომ არ გარბის და რუსეთთან რომ არ დებს სტრატეგიულ ხელშეკრულებას, ეს უნდა ჩავთვალოთ ამ ეტაპზე დიდ პროგრესად ღარიბაშვილის მხრიდან“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ლაზი მეგობრობა და პარტნიორობა ჯვარის დაწერა კი არა არის, თავი რომ უნდა მიუძღვანა. თანაც უნდა გავიგოთ, მეგობრობა პოლიტიკაში არ არსებობს. თითონვე ამბობენ, მუდმივი მხოლოდ ინტერესებიაო.
1 წლის უკან
ლაზი " შეუძლებელია ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა". ე.ი. ერთი ბატონი უკვე გვყავს? და მერე ვიღაცის მონურ ფსიქოლოგიაზე ვსაუბრობთ?
1 წლის უკან
გიორგი ბერძულიშვილი ამ სიტყვების შემდეგ ამას პოლიტიკოსი შეიძლება ეწოდოს?
1 წლის უკან
უშანგი IV ამას ბატონები უბრძანდება?
1 წლის უკან
sapiqrali ბატონსა და ყმას შორის მეგობრობის ხიდი არ გაიდებაო - ილიამ ბრძანა. ჩვენ კი ვიცით- არავითარი მეგობრობა, ყველა მოქმედებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ შენც თუ მიხვდები ოდესმე, კარგი იქნება.
1 წლის უკან