ნინო წილოსანი: მოლოდინი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ელჩი პოზიტიურ როლს შეასრულებს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში, რადგან ეს ურთიერთობები ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა

ნინო წილოსანი: მოლოდინი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ელჩი პოზიტიურ როლს შეასრულებს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში, რადგან ეს ურთიერთობები ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა

სურვილი და მოლოდინიც გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ელჩი პოზიტიურ როლს შეასრულებს და ითამაშებს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში, რადგან ეს ურთიერთობები ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ველოდებით ახალი ელჩის ჩამოსვლას საქართველოში. სურვილი და მოლოდინიც გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ელჩი პოზიტიურ როლს შეასრულებს და ითამაშებს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში, რადგან ეს ურთიერთობები ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა. ძლიერდებოდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და ის საერთო მიზნები, რომელიც გვაკავშირებს ამ ურთიერთობას ნამდვილად უალტერნატივოს ხდის. რა თქმა უნდა, სურვილი გვაქვს, დიპლომატების დონეზეც და მისი, როგორც აქტორის დონეზეც ეს ურთიერთობა იყოს გაღრმავებული და გაუმჯობესებული“, - განაცხადა წილოსანმა.

აშშ-ის სენატმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის დანიშვნას ზეპირი კენჭისყრით მხარი დაუჭირა. დანიგანი აღნიშნულ თანამდებობაზე კელი დეგნანს ჩაანაცვლებს.