ნინო წილოსანი: სახელმწიფო ინტერესებშია, რომ „ნაცმოძრაობა“ მთელი თავისი ფორმალური თუ არაფორმალური შემადგენლობით, არასოდეს იყოს აქტუალიზებული ქართულ პოლიტიკურ რეალობაში

ნინო წილოსანი: სახელმწიფო ინტერესებშია, რომ „ნაცმოძრაობა“ მთელი თავისი ფორმალური თუ არაფორმალური შემადგენლობით, არასოდეს იყოს აქტუალიზებული ქართულ პოლიტიკურ რეალობაში

ნამდვილად სახელმწიფო ინტერესებში არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთელი თავისი ფორმალური თუ არაფორმალური შემადგენლობით, არასოდეს იყოს აქტუალიზებული ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მან 2024 წლის არჩევნებისთვის ოპოზიციის სტრატეგიაზეც ისაუბრა.

„ყველა მოქმედება, რომელსაც ოპოზიცია გაერთიანების თუ ინდივიდუალურ რეჟიმში ახორციელებს, გარკვეულწილად არასერიოზულია, იმიტომ რომ შედეგები მალევე დგება და ეს შედეგები ნამდვილად სასაცილოა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენ, როგორც მმართველ გუნდს და 2024 წლის არჩევნებში ერთადერთ უალტერნატივო პოლიტიკურ ძალას, გვაძლევს დამატებით ბონუსებს. დიდი სიამოვნებით დაველოდებით ამ პროცესების კიდევ უფრო გაღრმავებას“, - აღნიშნა წილოსანმა.