ირაკლი ქადაგიშვილი: პრემიერის ვიზიტის მთავარი მანიშნებელია, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა სტრატეგიულ ხასიათს იძენს, რაც რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი იქნება საქართველოსთვის

ირაკლი ქადაგიშვილი: პრემიერის ვიზიტის მთავარი მანიშნებელია, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა სტრატეგიულ ხასიათს იძენს, რაც რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი იქნება საქართველოსთვის

ამ ვიზიტის მთავარი მანიშნებელია, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა სტრატეგიულ ხასიათს იძენს, რაც რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი იქნება საქართველოსთვის, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს გააღრმავებს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, კიდევ უფრო ხელშესახებს გახდის შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივას, რადგან დღეს უკრაინაში ომის ფონზე, შუა დერეფნის როლი განსაკუთრებით აქტუალური ხდება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 27 ივლისს დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი 28 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა. საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ განაცხადეს.