ქართველი მეცნიერის ხელმძღვანელობით, ციმბირში 46 000 წლის წინ გაყინული ჭია გააცოცხლეს - რა აჩვენა კვლევამ?

ქართველი მეცნიერის ხელმძღვანელობით, ციმბირში 46 000 წლის წინ გაყინული ჭია გააცოცხლეს - რა აჩვენა კვლევამ?

მეც­ნი­ე­რებ­მა 46 000 წლის წინ გა­ყი­ნუ­ლი ჭია გა­ა­ცო­ცხლეს. მაქს პლან­კის მო­ლე­კუ­ლუ­რი უჯრე­დუ­ლი ბი­ო­ლო­გი­ი­სა და გე­ნე­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რის, თე­ი­მუ­რაზ კურ­ცხა­ლი­ას თქმით, მა­ნამ­დე უც­ნო­ბი სა­ხე­ო­ბის მრგვა­ლი ჭია ციმ­ბი­რის მუდ­მივ ყინ­ვა­ში 40 მეტ­რის სიღ­რმე­ში, მი­ძი­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია, რო­გორც კრიპ­ტო­ბი­ო­ზი.

"კრიპ­ტო­ბი­ო­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ორ­გა­ნიზ­მებს შე­უძ­ლი­ათ გა­უძ­ლონ წყლის ან ჟანგბა­დის სრულ არარ­სე­ბო­ბას, მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რას, ასე­ვე გა­ყინ­ვას ან უკი­დუ­რე­სად მა­რი­ლი­ან პი­რო­ბებს“, - გან­მარ­ტავს კურ­ცხა­ლია.

დრეზ­დე­ნი­სა და კი­ოლ­ნის მეც­ნი­ე­რე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა გე­ნე­ტი­კურ­მა ანა­ლიზ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ეს ჭი­ე­ბი ახალ სა­ხე­ო­ბას მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან, რო­მელ­საც მკვლე­ვა­რებ­მა Panagrolaimus kolymaenis და­არ­ქვეს.