მედიის ინფორმაციით, ბათუმში, 31 ივლისს სოჭიდან საკრუიზო ლაინერით პუტინისა და ომის მომხრე არტისტები ჩავლენ - კონკრეტულად ვინ გეგმავს ჩამოსვლას?

მედიის ინფორმაციით, ბათუმში, 31 ივლისს სოჭიდან საკრუიზო ლაინერით პუტინისა და ომის მომხრე არტისტები ჩავლენ - კონკრეტულად ვინ გეგმავს ჩამოსვლას?

ბა­თუმ­ში სო­ჭი­დან საკ­რუ­ი­ზო ლა­ი­ნე­რით პუ­ტი­ნი­სა და ომის მომ­ხრე არ­ტის­ტე­ბი ჩავ­ლენ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას “რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის” პრო­ექ­ტი “ეხო კავ­კა­ზა” ავ­რცე­ლებს.

კერ­ძოდ, რო­გორც მე­დია წერს, Astoria Grande-ს მგზავ­რებს შო­რის, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში 31 ივ­ლისს ჩავა, იქ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის მხარ­დამ­ჭე­რი “Zа Россию” მა­რა­თო­ნის მო­ნა­წი­ლე, რუ­სე­თის მიერ ყი­რი­მის ანექ­სი­ის მხარ­დამ­ჭე­რი, 2018 წლის არ­ჩევ­ნებ­ში პუ­ტი­ნის მომ­ხრე და ჯგუ­ფი Hi-Fi-ს ყო­ფი­ლი სო­ლის­ტი, მი­ტია ფო­მი­ნი, რომ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ უკ­რა­ი­ნას სან­ქცი­ე­ბი აქვს შე­მო­ღე­ბუ­ლი.

"[ფო­მინ­მა] მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ითა­მა­შა რუ­სულ პრო­პა­გან­და­ში და მხა­რი და­უ­ჭი­რა უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის­თვის, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის­თვი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ძი­რის გა­მომ­თხრელ რუ­სულ პო­ლი­ტი­კას, ყი­რი­მის ანექ­სი­ას”, - წე­რია უკ­რა­ი­ნის კო­რუფ­ცი­ის პრე­ვენ­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს პრო­ექ­ტის “ომი და სან­ქცი­ე­ბი” ვებგ­ვერ­დზე.

ასე­ვე მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ლა­ი­ნერ­ზე იქ­ნე­ბა რუ­სუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფი “ტეს­ტოს­ტე­რო­ნი,” რო­მე­ლიც ნი­ჟ­ნი ნოვ­გო­როდ­ში რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში რუ­სუ­ლი არ­მი­ის მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის წი­ნა­შე გა­მო­დი­ო­და. Astoria Grande-ზე კი­დევ ერთი არ­ტის­ტი ბე­ლა­რუ­სი დმიტ­რი კოლ­დუ­ნი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც მხარს უჭერს რუ­სე­თის აგ­რე­სი­ულ ქმე­დე­ბებს და 2018 წელს ე.წ. “დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა­ში” კონ­ცერ­ტიც ჩა­ა­ტა­რა.

გან­რი­გის თა­ნახ­მად, საკ­რუ­ი­ზო ლა­ი­ნე­რი სოჭს 29 ივ­ლისს და­ტო­ვებს და ბა­თუმ­ში 31 ივ­ლისს ჩავა. მის მგზავ­რებს არ შე­უძ­ლი­ათ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თა და ბა­თუ­მის პორ­ტი­დან გას­ვლამ­დე გემ­ზე უნდა დარ­ჩნენ.