უკრაინული მედია: ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მმართველი პარტიის დეპუტატმა, ანდრეი ხოლოდოვმა უკრაინა 2023 წლის იანვარში დატოვა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა

უკრაინული მედია: ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მმართველი პარტიის დეპუტატმა, ანდრეი ხოლოდოვმა უკრაინა 2023 წლის იანვარში დატოვა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა

უკრაინის მმართველი „ხალხის მსახურის“ პარტიის დეპუტატი, ანდრეი ხოლოდოვი უკვე ექვსი თვეა უკრაინის ფარგლებს გარეთ იმყოფება და კვიპროსში ცხოვრობს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც უკრაინელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ხოლოდოვმა უკრაინა 2023 წლის იანვარში დატოვა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. ექვსი თვის განმავლობაში ის არ ესწრება პარლამენტის სხდომებს და კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებს.

ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ სახალხო დეპუტატი ახლა ოჯახთან ერთად იმყოფება კვიპროსში, სადაც მას უძრავი ქონება აქვს.

ჟურნალისტებმა ასევე გაარკვიეს, რომ მმართველი პარტიის დეპუტატის ოჯახი ბიზნესს ფლობს საზღვარგარეთ. 2022 წლის დეკემბრის ბოლოს, სახალხო დეპუტატის მეუღლემ, ეკატერინა შახოვსკაიამ, შეიძინა წილი ვენაში LA SALUTE Sport&Beauty-ის სილამაზის სალონში.