ვახტანგ ძაბირაძე: ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობით პრობლემა შეიძლება გაჩნდეს ამერიკასთან და დასავლეთთან ურთიერთობაში  - ისევ კითხვა დგას: „საით მივდივართ?“

ვახტანგ ძაბირაძე: ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობით პრობლემა შეიძლება გაჩნდეს ამერიკასთან და დასავლეთთან ურთიერთობაში  - ისევ კითხვა დგას: „საით მივდივართ?“

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობით პრობლემა შეიძლება გაჩნდეს ამერიკასთან და დასავლეთთან ჩვენს ურთიერთობაში, შესაძლოა, რაღაც კითხვის ნიშნები გაჩნდეს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ძაბირაძის თქმით, ჩინეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იყო მნიშვნელოვანი და ძალიან კარგია, რომ ურთიერთობები ღრმავდება ჩინეთთან, რადგან ის მსოფლიოში მეორე და მზარდი ეკონომიკაა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დაზუსტდეს, რა იგულისხმება ჩინეთთან "სტრატეგიულ პარტნიორობაში".

„მე პირადად, რამაც ყური მომჭრა, ეს იყო სიტყვა „სტრატეგიული პარტნიორი“. მინიმუმ დაზუსტებას მოითხოვს ეს, თუ რა იგულისხმება ამ სტრატეგიულ პარტნიორობაში. ჩვენ გვყავს სტრატეგიული პარტნიორი აშშ და ვიცით, რაც იგულისხმება ამ სტრატეგიულ პარტნიორობაში“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას გაცილებით კომფორტულად შეუძლია ელაპარაკოს ჩინეთის ხელისუფლებას, ვიდრე დასავლეთს.

„ჩვენი ხელისუფლება დაკავებულია დასავლეთის კრიტიკით, ამ ფონზე, უეცრად სტრატეგიულ პარტნიორობას ვაფორმებთ ჩინეთთან. საქართველოს ხელისუფლებას გაცილებით კომფორტულად შეუძლია ელაპარაკოს ჩინეთის ხელისუფლებას იმიტომ, რომ ფაქტობრივად ავტორიტარული რეჟიმია იქაც და აქაც. მშვენივრად გრძნობენ თავს ერთიც და მეორეს. ამას თუ დავუმატებთ ეკონომიკის იმ გაძლიერებას, რაზედაცაა საუბარი. არის აზიის განვითარების ბანკი, რომელიც ჩინეთს ექვემდებარება და რომელსაც აქვს უზარმაზარი კაპიტალი, არანაკლები, ვიდრე დასავლეთს. „საით მივდივართ?“ ისევ ეს კითხვა დგას. მართლა ვპარტნიორობთ დასავლეთთან და მივდივართ დასავლეთისკენ, თუ ვექტორი შეიძლება გადაიხაროს და რუსეთის ინტერესები კი არ დააბალანსოს ჩინეთმა, რუსეთი არ ჩაანაცვლოს ჩინეთმა, ესეც ხომ პრობლემაა?“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

amo საქმე იმაშია ძაბირაძე, რომ არსად წასვლას არ ვაპირებთ.
1 წლის უკან
Gami ამ პენსო- ექსპერტის მოსმენა შეუძლებელია, ტიპაჟი გაჩხერილია სადღაც! ცნობისთვის: ახლახანს 100 წლის კისინჯერი ჩავიდა პეკინში; ეს ხომ რაღაცას ნიშნავს! პეკინური იხვის საჭმელად არ ჩავიდოდა იქ კისინჯერი.
1 წლის უკან
თომა ეს, ირინე სარიშვილის კალთაში გაზრდილი, კვესელავა და ჩიტაძე, განსაკუთრებული მოვლენა ქართველ ექსპერტთა კორჰოტაში.😅
1 წლის უკან