ირაკლი ჩიქოვანი პრემიერის ჩინეთში ვიზიტზე: ეს არის ისტორიული მოვლენა, ასეთი მაღალი დონის შეხვედრები, რომელსაც ატარებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ათწლეულებია არ ყოფილა

ირაკლი ჩიქოვანი პრემიერის ჩინეთში ვიზიტზე: ეს არის ისტორიული მოვლენა, ასეთი მაღალი დონის შეხვედრები, რომელსაც ატარებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ათწლეულებია არ ყოფილა

ეს მართლაც ძალიან მნიშვნელიანი მოვლენაა და ეს არის ისტორიული ფაქტი. ასეთი მაღალი დონის შეხვედრები, რომელსაც ატარებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ათწლეულები არ ყოფილა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა ჩინეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც უმრავლესობის დეპუტატმა „ქრონიკასთან“ აღნიშნა, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ნიშნავს იმ ისტორიული როლის რეალიზების შესაძლებლობას, რომელიც საქართველოს გულისხმობს როგორც აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფრის ემთხვევა იმ მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთება, რომელიც უკავშირდება ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებას. ჩვენ გვქონდა დიდი გამოცდილება, სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობები და ახლა გვექნება სტრატეგიული პარტნიორობა. ეს ნიშნავს იმას, რომ იქნება უფრო მეტი პროექტი, კოორდინაცია და ეს არის იმ ისტორიული როლის რეალიზების შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს ყოველთვის ეჭირა - შემაკავშირებელი აზიასა და ევროპას შორის. ეს პოტენციალი, ვთვლი, რომ კიდევ უფრო გაიზრდება, ამავდროულად გაიზრდება მნიშვნელობა საქართველოსი, როგორ რეგიონული მოთამაშის. დღეს პარტნიორობა და თანამშრომლობა არის ევროკავშირს და ჩინეთს შორისაც. ჩინეთი უმსხვილესი მოთამაშეა მსოფლიო პოლიტიკაში როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკის თვალსაზრისით. საქართველო აკეთებს იმას, რომ იძენს პარტნიორებს და არა მტრებს. აისახება თუ არა ეს ჩვენს არჩევანზე? - რა თქმა უნდა არა. ჩვენი დღის წესრიგი არის ევროინტეგრაცია და ამას ჩვენ მივყვებით. ეს იქნება მნიშვნელოვანი რამ, რაც ხელს შეგვიწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის ორი დიდი სახელმწიფო [ჩინეთი და აშშ] გეოსტრატეგიული მოთამაშეები, რომელთაც აქვთ დიდი მნიშვნელობა. მე მგონია, რომ ჩვენ რადგან გვაქვს სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს ვინმეს საზიანოდ ხდება. ჩვენს ინტერესს წარმოადგენს, რომ გვყავდეს რაც შეიძლება მეტი პარტნიორი, განვავითაროთ ჩვენი სახელმწიფო და უზრუნველყოთ უკეთესი ცხოვრება ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ჩიქოვანმა.