ირაკლი ჩიქოვანი: ჩინეთის ინტერესია, რომ იმ სახელმწიფოებთან, რომლებსაც აქვთ გადამწყვეტი როლი პროექტის განხორციელებაში რომელიც უკავშირდება აბრეშუმის გზის განვითარებას, ჰქონდეს თანამშრომლობა

ირაკლი ჩიქოვანი: ჩინეთის ინტერესია, რომ იმ სახელმწიფოებთან, რომლებსაც აქვთ გადამწყვეტი როლი პროექტის განხორციელებაში რომელიც უკავშირდება აბრეშუმის გზის განვითარებას, ჰქონდეს თანამშრომლობა

ჩინეთის ინტერესია, რომ იმ სახელმწიფოებთან, რომლებსაც აქვთ გადამწყვეტი როლი პროექტის განხორციელებაში რომელიც უკავშირდება აბრეშუმის გზის განვითარებას, ჰქონდეს თანამშრომლობა, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ჩინეთში და განცხადებებს, რომ საქართველო და ჩინეთი ხდებიან სტრატეგიული პარტნიორები.

„ჩინეთის ინტერესია, რომ იმ სახელმწიფოებთან, რომლებსაც აქვთ გადამწყვეტი როლი პროექტის განხორციელებაში, რომელიც უკავშირდება აბრეშუმის გზის განვითარებას, ჰქონდეს თანამშრომლობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კარგად ხვდებით, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი, ან ორი სახელმწიფოს ინიციატივა. აქ მხოლოდ საქართველოზე არ არის საუბარი. ბევრი იქნება სამუშაო. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი შექმნის იმ შედეგს, რომელსაც გვინდა მივაღწიოთ - განვავითაროთ ეს სატრანსპორტო კორიდორი“, - განაცხადა ჩიქოვანმა.