აშშ-ის სენატმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის დანიშვნას ზეპირი კენჭისყრით მხარი დაუჭირა. დანიგანი აღნიშნულ თანამდებობაზე კელი დეგნანს ჩაანაცვლებს.
რობინ დანიგანი აქამდე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე იყო.
სხვადასხვა დროს ის ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და სალვადორში აშშ-ის საელჩოებში მუშაობდა.